გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პუტინის ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგაც არის მიმართული.
„ეს ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის მიმართულია იმ ღირებულებებისა და რწმენის წინააღმდეგ, რომელიც აყალიბებს და განსაზღვრავს ევროპულ საზოგადოებას: დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის ღირსება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა მიეცეს საშუალება, თავი დააღწიოს თავის ცინიკურ და არაადამიანურ ომს.