logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: პუტინის ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგაც არის მიმართული
- +

27 მაისი. 2022. 19:26

 

 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პუტინის ომი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპული ღირებულებების წინააღმდეგაც არის მიმართული.

 

„ეს ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის მიმართულია იმ ღირებულებებისა და რწმენის წინააღმდეგ, რომელიც აყალიბებს და განსაზღვრავს ევროპულ საზოგადოებას: დემოკრატია, თავისუფლება და ადამიანის ღირსება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა მიეცეს საშუალება, თავი დააღწიოს თავის ცინიკურ და არაადამიანურ ომს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner