დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დონბასის რეგიონში ნელ, მაგრამ საგრძნობ პროგრესს აღწევს.
„ვშიშობ, რომ პუტინი თავისთვის და თავისი სამხედროებისთვის დიდ ფასად განაგრძობს მიწის თხრას დონბასში. ის განაგრძობს ეტაპობრივი, ნელი, თუმცა ვშიშობ, ხელშესახები პროგრესის მიღწევას და შესაბამისად, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო კუთხით მხარდაჭერა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.