ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ბნედაი საკვირველი!
„ამა წლის 27 მაისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიბრძანდა პარლამენტში და „ნაციონალებსა'' თუ მათთან გათანაბრებულ პირებს დასცა ბნედაი საკვირველი!
ამათ მრისხანედ დაყენებულ სახეებს შეხედეთ, როგორი სიდუპლეტე გამოსჭვივის!
არაფრის გაგონება არ უნდათ, ჩხუბობენ, იმუქრებიან, ყველას ზემოდან ელაპარაკებიან, ჭკუაზე არიგებენ, ქაღალდებს აფრიალებენ, შეკითხვებს სვამენ, რა შეკითხვებს სვამენ, აზრზე არ არიან... ცრუობენ, მაზალო რაღაცებს ყვებიან - ბატონო ირაკლი, ევროპიდან სია რომ გამოგატანეს, რა უყავით, სად გადამალეთო? დიახ, ის სია, სადაც ნიკა გვარამიაზე წერიაო!
აღარ იციან, რა გააკეთონ, ყველა გეგმა და პროგრამა ჩაუფლავდათ.
კიდევაც უნდა ჩაფლავებოდათ, მაცივრით შემოპარულ მიხოს გეგმები და პროგრამები არ გაიშვა სოფელ ყიზილაჯლოს გადასახვევამდე!
იხევიან ნაკერავზე, დაეთრევიან ევროპარლამენტში და ვირთხობენ, ეგებ საქართველო არ მიიღოთ კანდიდატადო.
ასევე დაეთრეოდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე, ვიზალიბერალიზაციის გაფორმებამდე, ეხვეწებოდნენ, არ მოგვცეთ, ჩვენი ქვეყანა ამას არ იმსახურებსო. ახლაც იგივეს აკეთებენ, მაგრამ ეს მცდელობაც ჩაუვარდებათ!
საქართველოს მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოდ და ამათი პოლიტიკური მზე საბოლოოდ ჩაესვენება. მეც ვამბობ, რაღა, სად ესენი, სად - მზეი?!
ჭინთვებში არიან, განიცდიან, დუჟი გადმოსდით ყბებიდან და მე მიხარია, ბომჟებად რომ გადაიქცნენ!
წარმატებები, პრემიერო, ასე გააგრძელეთ, ამ გზით იარეთ და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს!“ - წერს გელა ზედელაშვილი.