პარტიის თავმჯდომარემ კახა ძაგანიამ დღეს ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ჟურნალისტი, პოეტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე წარადგინა.
„მემარცხენე ალიანსმა" ვაზისუბნის მოსახლეობას და ზოგადად საქართველოს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა, ვაზისუბნისა და მერვე ლეგიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარვადგინეთ ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი და ბლოგერი, ბაკურ სვანიძე. ჩვენი არჩევანი გაკეთებულია იმ მოტივებით, რომ ეს პიროვნება იქნება ამომრჩევლისათვის და ზოგადად, მოსახლეობისათვის იმ შემართებით, რა შემართებითაც ცხოვრობდა და საქმიანობდა ამ წლების მანძილზე. ეს პიროვნება იბრძოლებს როგორც თავისი, ასევე თქვენი, პირადი უფლებების დასაცავად.", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.