logo_geo
eng_logo
ზელენსკი: თუ მსოფლიო გაერთიანდება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უპასუხებს, ომი რამდენიმე კვირაში შეიძლება დასრულდეს
- +

27 მაისი. 2022. 21:39

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ მსოფლიო გაერთიანდება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას უპასუხებს, ომი რამდენიმე კვირაში შეიძლება დასრულდეს.

 

„თუ მსოფლიო მართლაც გაერთიანებული და გულწრფელი იქნება ჩვენი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ, მაშინ ამ ომის დასრულების სიჩქარე კვირებში გაიზომება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ „რუსეთმა შეგნებულად დადო ფსონი სასურსათო კრიზისზე“ უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადით.

 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსული არმია მიზანმიმართულად ნაღმავს მინდვრებს და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას ანადგურებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner