ავტორი გიორგი მამაცაშვილი
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„გენიალურად ჰკითხა დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა ე.წ. ოპოზიციას - ბოლო-ბოლო, გაერკვიეთ, ვის ემსახურებით, საკუთარ ქვეყანას თუ სხვა სახელმწიფოსო?!...
არადა, პასუხი იმთავითვეც და ამთავითვეც ყველასთვის ცნობილია!
ე.წ. ოპოზიცია ემსახურება მტერს!
ე.წ. ოპოზიციას უნდა ომი საქართველოში!
ე.წ. ოპოზიციას უნდა დესტაბილიზაცია, რადგან მიშა არაჟნიანი გარედან მართავდეს პროცესებს...
ე.წ. ოპოზიციას უნდა სისხლი და ცხედრები!
ვერა, ბატონებო! ვერ ეღირსებით ომს, რადგან თქვენგან განსხვავებით, დღეს ქვეყანას პატრიოტი ადამიანები მართავენ და არა არისტოვიჩის ხელისბიჭები!
ე.წ. ოპოზიციავ, სინამდვილეში კი - სისხლს და ცხედრებს დანატრებულო სვავებო, სამწუხაროდ, გამოლოცვაც ვეღარ გიშველით თქვენ!
და საბედნიეროდ, დღეს ისევ შემიძლია ამ სიტყვების გამეორება - ბრავო, პრემიერო!“ - წერს გიორგი მამაცაშვილი.