„CPT-ის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, კომიტეტმა დაასკვნა, რომ №7 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა მოთავსების კუთხით არსებული პირობები უტოლდებოდა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. ასევე, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება საქართველოში პატიმართა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც გადააჭარბა 24 ათასს“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი დაადგინა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა დარღვევა 95 საქმეზე, რის გამოც შემდგომში სახელმწიფოს ჩვენი მმართველობის პერიოდში მოუწია მილიონობით ლარის გადახდამ კომპენსაციის სახით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.