logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლოში 2013 წლის შემდეგ პატიმრების საჩივრები აღარ შესულა
- +

27 მაისი. 2022. 23:26

 

 

„2013 წლიდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოდან პატიმრების არცერთი განცხადება არ მიუღია“, – განაცხადა  იუსტიციის მინისტრმა  რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, სადაც მას  ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. 

 

რატი ბრეგაძის  თქმით, ეს  სწორედ იმას ნიშნავს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცების მიზნით და უწყება კვლავ აქტიურად აგრძელებს  მუშაობას პენიტენციური სისტემის  რეფორმირების მიმართულებით.

 

„თუმცა, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ყველაფერი იდეალურადაა. სწორედ ამიტომ დაიწყო მუშაობა პატიმრობის ახალ კოდექსზე, რათა დავინახოთ ყველა ის ხარვეზი, რაც არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ“, – მიმართა იუსტიციის მინისტრმა ოპოზიციას და პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობაში მონაწილეობა შესთავაზა.

 

იუსტიციის მინიტრმა ამომწურავად ისაუბრა ადამიანის უფლებებზე მორგებულ ცვლილებებზე, რაც ბრალდებულების/მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner