იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა: ,,ჩვენ არ გვყავს არაჩვეულებრივი პატიმრები, ჩვენთვის ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და საერთოდ მიდგომა, რა თქმა უნდა, ყველას მიმართ ყოველთვის იქნება თანაბარი“.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა სააკაშვილის ალეტერნატიული ექსპერტიზის შესახებაც და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როდესაც წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას და სასამართლოს განჩინებას, რა თქმა უნდა, შევლენ საკაშვილთან.
„ალეტერნატიული ექსპერტიზის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ და აქ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ ვამჟღავნებთ. ამისგან ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, აუცილებლად შევლენ. ისევე, როგორც აქამდე, როდესაც ვთქვით, რომ სააკაშვილი გადავიდოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და აქ ჩვენ დანაპირების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.