logo_geo
eng_logo
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკიდან შეიძლება გავიდნენ, რათა ალყაში მოხვედრა თავიდან აიცილონ
- +

28 მაისი. 2022. 01:35

 

 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკიდან შეიძლება გავიდნენ, რათა ალყაში მოხვედრა თავიდან აიცილონ.

 

„რუსები უახლოეს დღეებში ლუგანსკის ოლქის აღებას ვერ შეძლებენ. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ჩვენ გვეყოფა ძალები და საშუალებები თავდაცვის შესანარჩუნებლად, თუმცა იმისთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ ალყაში, არ არის გამორიცხული, რომ უკან დახევა მოგვიწიოს“, - აღნიშნა სერგეი გაიდაიმ.

 

მისი თქმით, სევეროდონეცკი „არ არის მოწყვეტილი და ბრძოლები ქალაქის მიდამოებში გრძელდება“.

 

ამასთან, მან განაცხადა, რომ ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილზე მოძრაობა სახიფათოა მუდმივი დაბომბვის გამო.

 

„ისინი, ვინც ლუგანსკის ოლქის თავისუფალ ტერიტორიაზე დარჩნენ, მუდმივად თავშესაფრებში არიან. დაბომბვის სიხშირის გამო, თითქმის შეუძლებელია გარეთ გასვლა. ჩვენ ხალხს ვაძლევთ საჭირო ნივთებს გადარჩენისთვის“, - აღნიშნა გაიდაიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner