საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„გილოცავთ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ძვირფასო საჰიბა გაფაროვა, 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ ახალი ბიძგი მისცა ქვეყნის პროგრესს და აყვავებას. დაე, ჩვენი კავშირები აყვავდეს მომავალ ათწლეულებში ჩვენი მოძმე ერების უკეთესი მომავლისთვის“, - წერს შალვა პაპუაშვილი.