უკრაინა, შავ ზღვაში რუსი აგრესორებისგან დასაცავად, პარტნიორებისგან სახმელეთო ბაზირების კომპლექსებსა და „Harpoon“-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„უკრაინა სახმელეთო ბაზირების კომპლექსებსა და შესაბამისი რაოდენობის „Harpoon“-ის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იღებს. იარაღს გვაწვდიან დანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები. სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან ამ პროცესს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათი განმარტებით, ეს რაკეტები უკრაინას შავ ზღვაში მტრის საზღვაო კომპონენტისგან დაიცავს.