logo_geo
eng_logo
ბალტიისპირეთში აჭარის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება
- +

28 მაისი. 2022. 13:19

 

 

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები ბალტიისპირეთის ქვეყნებში გამოქვეყნდება. ესტონელმა, ლიეტუველმა და ლატვიელმა ჟურნალისტებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. მათ ობიექტივში ბათუმის ბულვარი, ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე და სხვა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოხვდა. ბათუმის საზღვაო ტურისტული პროდუქტების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებმა მთიან აჭარაში იმოგზაურეს, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

 

ჟურნალისტების პარალელურად ლატვიიდან აჭარას სტუმრობდა წამყვანი ტუროპერატორებიც, რომლებმაც ადგილობრივ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობისა და ბათუმში ტურისტების შემოყვანის საკითხები განიხილეს. წელს, პირველად ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო რიგადან, რასაც ზაფხულში ესტონეთისა და ლიეტუვას მიმართულებებიც დაემატება. ბათუმის მიმართულებით არსებული პირდაპირი ფრენები აჭარაში ლიეტუველი, ესტონელი და ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner