logo_geo
eng_logo
იგოეთის საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს
- +

28 მაისი. 2022. 16:11

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღთან  მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.

 

პროექტის მიხედვით 493 გრძივი მეტრი სიგრძის  გზა მოეწყობა, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს.

 

სამუშაოების ღირებულება 107 756 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

„მიმდინარე წელს სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, მის გვერდით მდებარეობს სასოფლო ამბულატორიის შენობაც. ამჟამად  ორივე შენობამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ვახორციელებთ“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner