logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიეტნამის პრემიერ-მინისტრის მილოცვა მიიღო
- +

28 მაისი. 2022. 17:18

 

 

ვიეტნამის პრემიერ-მინისტრი ფამ მინ ჩინი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

ოფიციალურ მილოცვაში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, ვიეტნამის პრემიერი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნას ადასტურებს.

 

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

 

ვიეტნამსა და საქართველოს შორის ტრადიციული ურთიერთობების კონსოლიდაციის და გაღრმავების მიზნით, ვიეტნამის მთავრობა, სამინისტროები და შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კოორდინირებას თავიანთ ქართველ კოლეგებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყველა სფეროში, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - ნათქვამია ფამ მინ ჩინის მილოცვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner