logo_geo
eng_logo
პროკურატურამ სოფელ ვახტანგისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

28 მაისი. 2022. 18:37

 

 

საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში,  ი.კ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს,  შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით რ.მ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რომელიც, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანების მიღების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა  ბრალდებული 27 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner