logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება სამოქალაქო ომის დაწყებას ნიშნავს
- +

15 აგვისტო. 2016. 17:56


 

ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში პოლიტიკისა და საერთაშორისო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებას ნიშნავს.


ამის შესახებ მაისაიამ არასამთავრობო ორგანიცაზია „პოზიციასა" და Tvfree-ს ერთობლივ გადაცემაში „დიალოგი საზოგადოებასთან", გურამ ადამაშვილთან სტუმრობის დროს, დასმული კითხვის - რამდენად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი - პასუხად  განაცხადა.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას პოლიტპატიმრები არ დაუშვებენ.

 

„ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი უფლება და არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რომ დაბრუნდეს ხელისუფლების სათავეში. „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ქვეყნის სადავეებთან ნიშნავს სამოქალაქო ომის დაწყებას. სრული სერიოზულობით მინდა გითხრათ, სულ მცირე ის 200 პოლიტპატიმარი (პოლიტპატიმრები, რომლებიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ,) რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიანიჭა ეს სტატუსი, არ დაუშვებს ამას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner