logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ის რომ პოლიტიკოსია ადამიანი ან მედია საშუალების ხელმძღვანელი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ინდულგენცია აქვს და მისი მსჯავრდება არ შეიძლება
- +

28 მაისი. 2022. 21:19

 

 

“როდესაც ოპოზიციისგან მოვითხოვეთ უკრაინასთან დაკავშირებული სანქციების ჩამონათვალი, პასუხი ვერ მივიღეთ. ამის ნაცვლად მივიღეთ ინიციატივა ახალი კანონის, ეს პასუხისგან ოსტატურად თავის არიდებაა, როდესაც პასუხის გაცემის უნარი არ გაქვს. ჩვენ რომ ვეკითხებით კონკრეტულად რა სანქცია, ამაზე კი არ გვპასუხობენ, გვპასუხობენ რომ კანონი მიიღეთო. თქვან კონკრეტულად ვაშლის გაყიდვა ავკრძალოთ, თუ ექსპორტი რომელიმე პროდუქტის, იმპორტი ხორბლის თუ რა? ამაშია პრობლემა,” - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიაკში“ განაცხადა.

 

„ახლა ჩამოვყვეთ თითოეულ იმ საკითხს, რომელზეც იყო საუბარი. როდესაც ვსაუბრობთ გვარამიას ან სააკაშვილის პატიმრობაზე, მოდის უფრო საგნობრივი გავხადოთ დისკუსია. ამომრჩეველიც და მაყურებელიც დაიღალა გაუთავებლად იმით, რომ გამოვალ მე და ვიტყვი, რომ არ არის პოლიტიკური პატიმრობა, გამოვა ვიღაც და იტყვის, რომ პოლიტიკური პატიმარია. ასე როდემდე ვიყოთ. ამიტომ გადავიდეთ საგნობრივზე. როდესაც ამბობენ, რომ არიან პოლიტიკური პატიმრები, მაგალითად ევროპის საბჭოს აქვს განსაზღვრული დეფინიცია პოლიტიკური პატიმრის. თქვან, ამ დეფინიციის კრიტერიუმებიდან რომლის მიხედვით ითვლებიან ისინი პოლიტიკურ პატიმრებად. ის, რომ პოლიტიკოსია ადამიანი ან მედია საშუალების ხელმძღვანელი, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ინდულგენცია აქვს და მისი მსჯავრდება არ შეიძლება“, - მიხეილ სარჯველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner