logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლებისა და ოდესისთვის ალყის მოხსნისკენ მოუწოდეს
- +

28 მაისი. 2022. 23:44

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

გერმანული და ფრანგული მხარეების განცხადებით, ევროპელმა ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს კვლავ მოუწოდეს ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს, უკრაინიდან ჯარი გაიყვანოს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს.

 

გარდა ამისა, ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება, რომლებიც რუსულ მხარეს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

 

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და მხარეები ამ კუთხით ვითარების შემდგომი დესტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების რისკების შესახებ გააფრთხილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner