logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ამ ქვეყანას ევროკავშირამდე აუცილებლად მივიყვანთ
- +

29 მაისი. 2022. 00:59

 

 

ხელისუფლება როგორი ეპითეტებითაც არ უნდა შეამკონ, ჩვენ გავაგრძელებთ სვლას და აუცილებლად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროკავშირამდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვიაროთ ევროპისკენ უკანმოუხედავად, შეუქცევადად, ამ გზაზე ვინც არ უნდა გვაძაგებდეს და ხელაღებით ამბობდეს, თურმე ჩვენ გადავუხვიეთ გზას. ხომ გახსოვთ, ალიაქოთი რომ იყო ატეხილი, კითხვარის პირველი და მეორე ნაწილი გამოაქვეყნეთო?! ჩვენ ორივე ნაწილი გამოვაქვეყნეთ და ბატონი ნუგზარ წიკლაური რომ ამბობს, ხელისუფლებამ პასუხები დაგვიმალაო, ათასობით კითხვა იყო და თავს დავდებ, ამ ორი კითხვარიდან ერთი კითხვა მაინც თუ ჰქონდეს წაკითხული ამ ბატონს და მის მეგობრებს. არც ერთი კითხვა არ აქვთ წაკითხული“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner