logo_geo
eng_logo
გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, უკრაინას მძიმე შეიარაღებას მივაწვდით
- +

29 მაისი. 2022. 10:37

 

 

გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გაუგზავნის და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, - განცხადება უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდუზენმა გააკეთა.

 

„Gepard“-ის ტანკებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ტექნიკის ყიდვა პირდაპირ მწარმოებლისგან არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მთავრობას ექსპორტის ნებართვის გაცემა სჭირდება.

 

„ვფიქრობ, ახლა მეტი კოორდინაცია გვაქვს იმ სიების საკითხზე, რომელიც რეალურად სჭირდება უკრაინას. ვფიქრობ, ახლა პროცესი დაიწყო და ყველამ იცის, ის როგორ მუშაობს. ეს უკვე დამტკიცებულია“, - განაცხადა ელჩმა.

 

გერმანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც „Marder“-ის მიწოდების შესახებ შეჩერებულა მსჯელობა.

 

„ეს „Marder“-ები თითქმის ათი წელია გაჩერებულ მდგომარეობაშია, უბრალოდ, როგორც ვიცი, ისინი ვერ იბრძოლებენ, ამიტომ საჭიროა მათი შეკეთება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაყვანა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა: გამოგიგზავნით მძიმე იარაღს, ვფიქრობ, ეს მოხდება“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner