საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაშია. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს - საქართველო იორდანიაში მდებარე მიწის ნაკვეთს ოფიციალურად გადმოიბარებს.
ოფიციალური ღონისძიება დღის მეორე ნახევარში იგეგმება.
მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
ოფიციალურ ღონისძიებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის მეფეს - აბდულა მეორეს შეხვდება.