logo_geo
eng_logo
დღეს, მდინარე იორდანესთან მდებარე მიწის ნაკვეთს საქართველო ოფიციალურად გადმოიბარებს
- +

29 მაისი. 2022. 11:32

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიაშია. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს - საქართველო იორდანიაში მდებარე მიწის ნაკვეთს ოფიციალურად გადმოიბარებს.

 

ოფიციალური ღონისძიება დღის მეორე ნახევარში იგეგმება.

 

მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

 

ოფიციალურ ღონისძიებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის მეფეს - აბდულა მეორეს შეხვდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner