საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დღეს ულოცავს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„გილოცავთ კიევის დღეს! 1 540 წლის ლამაზი, ევროპული ქალაქი, რომლის მომავალიც ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორც მისი ისტორია. ვულოცავ კიევის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, 29 მაისს, უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება. კიევის დღე პირველად 1982 წელს, ქალაქის 1 500 წლის იუბილეზე აღინიშნა.