logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ყველა დისკუსია გვიჩენს იმედს, რომ საქართველოს მხარდაჭერა იქნება სოლიდური
- +

29 მაისი. 2022. 17:14

 

 

„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა არის ფორუმი, სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა NATO-ს წევრ ქვეყნებში არსებული განწყობების მაჯისცემა“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, სამიტზე გადაწყდება ძალიან ბევრი რამ და ყველა დისკუსია და შეხვედრა აჩენს იმედს, რომ საქართველოს მხარდაჭერა იქნება სოლიდური.

 

„სამი თვის წინ იყო გარკვეული წუხილი და შფოთვა იმის შესახებ, რამდენად შეძლებდა ალიანსი უკრაინის თაობაზე ერთად დგომას. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა გადალახულია. წარმოუდგენლად ერთხმად უჭერენ მხარს უკრაინას, მაგრამ გამოსვლებში იგრძნობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ერთიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები. ერთიანობა უნდა შენარჩუნდეს. დღეს შეკავშირებულობის დონე აჩენს დიდ იმედს, რომ მსგავსი მხარდაჭერა გაგრძელდება. ეს მხარდაჭერა ეხება უკრაინას, რეგიონს და საქართველოს. ჩვენი ყველა შეხვედრა იყო მანიშნებელი იმის, რომ საქართველოს მხარდაჭერა აქვს NATO-ს შიგნით და სტრატეგიული პარტნიორები მუშაობენ, რომ NATO-ს სამიტი იყოს საქართველოსთვის მხარდაჭერის დაფიქსირების ძალიან კარგი და ძლიერი გამოვლინება. სამიტზე გადაწყდება ძალიან ბევრი რამ, თუმცა ყველა დისკუსია და შეხვედრა გვიჩენს იმედს, რომ საქართველოს მხარდაჭერა იქნება ძალიან სოლიდური“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ლიეტუვაში. კანონმდებლები ვილნიუსში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარტნიორების დახმარებაზე მსჯელობენ. ლიეტუვაში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner