თბილისის მერი კახა კალაძე 30-31 მაისს ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრა ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან. კახა კალაძე და ნიკუშორ დანი ხელს მოაწერენ თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.
ბუქარესტში, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში ასევე, საზეიმოდ გაიხსნება შოთა რუსთაველის ბიუსტი.
თბილისის მერთან ერთად, დელეგაციაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები იმყოფებიან.