logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: გვაქვს იმედი, რომ იქნება NATO-ს მხრიდან საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებზე და კონკრეტულ საგზაო რუკაზე, თუ რა გზით უნდა იარონ NATO-ს ასპირანტმა სახელმწიფოებმა
- +

29 მაისი. 2022. 19:39

 

 

„გვაქვს იმედი, რომ იქნება NATO-ს მხრიდან საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებზე და კონკრეტულ საგზაო რუკაზე, თუ რა გზით უნდა იარონ NATO-ს ასპირანტმა სახელმწიფოებმა. მკაფიო გზის განსაზღვრა საჭიროა, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს ასპირანტების ალიანსში ინტეგრაცია და მომეტებული საფრთხეებისგან გადაფარვა ალიანსის ქოლგით“, - ამის შესახებ ვილნიუსში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

 

მისი თქმით, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მათ აქვთ მოლოდინი, რომ მისაღებ ორ დეკლარაციაში, სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერები.

„NATO-ს საპარალმენტო ასამბლეაზე ანგარიშებში საქართველო ნახსნებია ღია კარის პოლიტიკის - თავდაცისუნარიანობისა და მედეგობის გაძლიერების კონტექსტში. ჩვენი ქვეყანა ტრადიციულად იკავებს ძალიან მნიშვნელოვან ადგილს, არამარტო NATO-სა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის, არამედ ჩვენი მოკავშირეების დღის წესრიგში.

 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩვენ ველოდებით ორი დეკლარაციის მიღებას, სადაც სათანადოდ იქნება ასახული საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერები. ალიანსის ყველა მოკავშირე ამბობს, რომ საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ მიმართულებას. ქვეყანამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ველოდებით, რომ NATO-ს ყველა წევრი კარგად გააცნობიერებს საფრთხეებს, რაც რუსეთის ფედერაციიდან მომდინარეობს და რა შეიძლება მოჰყვეს გაბედული გადაწყვეტილებების დაყოვნებას. გვაქვს იმედი, რომ იქნება NATO-ს მხრიდან საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებზე და კონკრეტულ საგზაო რუკაზე, თუ რა გზით უნდა იარონ NATO-ს ასპირანტმა სახელმწიფოებმა. მკაფიო გზის განსაზღვრა საჭიროა, რათა გონივრულ ვადებში მოხდეს ასპირანტების ალიანსში ინტეგრაცია და მომეტებული საფრთხეებისგან გადაფარვა ალიანსის ქოლგით.

 

საქართველო ასრულებს ზედმიწევნით საშინაო დავალებას, რაც განსაზღვრულია ალიანსი გაწევრიანების ინსტრუმენტების ფარგლებში. NATO-ს გენმდივანს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველო ფლობს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტსა და ამ ინსტრუმენტებით აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ასპირანტი ქვეყანა.

 

საქართველომ მიაღწია ალიანსთან თავსებადობის უპრეცენდენტო ნიშნულს. საქართველო აკმაყოფილებს NATO-ში გაწევრიანების ყველა კრიტერიუმს და პოლიტიკური გადაწყვეტილეებაა ის ერთადერთი რამ, რაც აშორებს საქართველოს სრულუფლებიან წევრობას NATO-ში. პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის გვჭირდება ალიანსის ყველა წევრის კონსენსუსი, რათა ქართველი ხალხის მაღალი ნება, რაც NATO-ში საქართველოს გაწევრიანებაა, სისრულეში მოვიდეს“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

ლიეტუვაში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კანონმდებლები რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, უკრაინაში მიმდინარე ომზე და პარტნიორების დახმარებაზე მსჯელობენ. ვილნიუსში იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner