უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური გამოჩენაა კიევის რეგიონის გარეთ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ემსახურებით სამშობლოს. მადლობას გიხდით, რომ არ გენანებათ თქვენი სიცოცხლე ჩვენი სიცოცხლისა და ჩვენი სამშობლოებისთვის“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს.
ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ასევე ეწვია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს.