logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: დამპრყობლებს შანსი არ აქვთ, ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ
- +

29 მაისი. 2022. 20:06

 

 

„დამპრყობლებს არ აქვთ შანსი, ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

 

ზელენსკის თქმით, რუსეთს დიდი ხნის წინ უნდა გაეგო, რომ უკრაინა თავის მიწას დაიცავს.

 

"ამ ომში დამპყრობლები ცდილობენ რაღაც შედეგს მაინც მიაღწიონ საკუთარი თავისთვის. მაგრამ მათ დიდი ხნის წინ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას. მათ არ აქვთ შანსი. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ Facaebook-ზე და აქვეყნებს ხარკოვში გადაღებულ ფოტოებს.

 

ასმასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხარკოვსა და რეგიონში 2 229 სახლია დანგრეული.

 

პრეზიდენტმა პირობა დადო,რომ ყველაფერს აღადგენენ.

 

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner