„თავად სტატია არის პარადოქსი. პირველ ნაწილში, რომელიც სწორი კვლევის მეთოდებით არის დამუშავებული კარგად ჩანს, რომ საქართველო იმსახურებს წევრობას და მეორე ნაწილში, რომელიც ფაქტობრივ უზუსტობებს მოიცავს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საერთოდ არეულია ერთმანეთისგან, იქიდან აკეთებენ დასკვნას, რომ არ იმსახურებს“, - ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის შესახებ CEPS-ის სტატიას „იმედის კვირაში“ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეხმიანება.
„ამ პუბლიკაციის ავტორებს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. ეს აღარც ვიწრო პოლიტიკურ და პარტიულ ინტერესში აღარ ჯდება. ეს არის პირდაპირ მავნებლობა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.