logo_geo
eng_logo
Reuters: ევროკავშირის მთავრობებმა რუსული ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს - მოლაპარაკებები ორშაბათს გაგრძელდება
- +

29 მაისი. 2022. 22:10

 

 

ევროკავშირის მთავრობებმა რუსული ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მოლაპარაკებები ორშაბათს გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს წინადადება წარუდგინა, რომელიც საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესების გადადებას ითვალისწინებს.

 

აღნიშნული წინადადება უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვას ეწინააღმდეგება, მეტ დროს მისცემს ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ასევე ითვალისწინებს სხვა ქვეყნების, მათ შორის სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძლიერ არიან დამოკიდებულნი რუსულ ნავთობზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner