logo_geo
eng_logo
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, ლისიჩანსკში ვითარება "საგრძნობლად გაუარესდა"
- +

29 მაისი. 2022. 23:25

 

 

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში ვითარება "საგრძნობლად გაუარესდა". ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

 

„რუსული ჟურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, გოგონა გარდაიცვალა და 4 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს გაიდაი.

 

AFP-ის ცნობით, გაიდაიმ განაცხადა, რომ ქალაქ სევეროდონეცკში ბრძოლები ქუჩებში წინ მიიწევს. დაახლოებით 15 000 მოქალაქე სევეროდონეცკში რჩება, მაგრამ ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, "მუდმივი დაბომბვა" სულ უფრო ართულებს ქალაქში შესვლას და გამოსვლას.

 

„ევაკუაცია ძალიან სახიფათოა, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხალხის გარეთ გამოყვანას ვახერხებთ. ახლა პრიორიტეტია დაჭრილები და ადამიანები, რომელთაც სერიოზული სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ", - განუცხადა AFP-ს ქალაქის სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა.

 

სტრიუკის თქმით, მოსახლეობა ასევე ორ კვირაზე მეტია სატელეფონო კავშირის გარეშე დარჩა და წყალმომარაგება სულ უფრო არასტაბილური ხდებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner