logo_geo
eng_logo
პრემიერმა თბილისის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
- +

15 აგვისტო. 2016. 21:00


საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


„ჩვენ შევძელით გასული ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის მიგვეცა ყველაზე მთავარი- თავისუფლება და ეს მეგობრებო, ძალიან დიდი მონაპოვარია.

შევძელით ის, რომ მივხედეთ ყველაზე ფუნდამენტურ პრობლემებს. ჯანდაცვის უფლებას. მარტო ცე ჰეპატიტის პროგრამით გადარჩა ათასობით სიცოცხლე და ოჯახი გაღატაკებას."- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ფონდი „ქართუსა" და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ნაბიჯები შეაჯამა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ბევრი სარგებელი ნახა. თუმცა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ აღორძინებას კიდევ უფრო ბევრი შრომა სჭირდება, რაც მათ ძალიან კარგად ესმით.


„ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიციური გუნდი, გამოცდილი, გუნდი. არავინ ისე, როგორც თბილისის საზოგადოებამ იწვნია საკუთარ თავზე ჩარეცხილებად კვალიფიცირება. ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს  დასაკარგი."- განაცხადა პრემიერმა.



მინდა წარმოგიდგინოთ ის გუნდი, რომელიც ყველაზე ახლოს არის თბილისთან, თბილისის ინტერესებთან.


გლდანში, 20-ე ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძლებს კობა კობალაძე.


გლდანში, 21-ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ლევან კობიაშვილი.


გლდანში, 22-ე ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია ლევან კობერიძე.


 

 

დიდუბეში, 15- ე ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს ზაზა პაპუაშვილი.


დიდუბეში, 16- ე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" იქნება ილია წულაია.

 

 

 

ვაკე, მეორე ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ბიძინა გეგიძე.

 

ვაკეში, მესამე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭს იყრის ზაზა ხუციშვილი.


 

 

ისანში, მერვე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ირაკლი აბუსერიძე.


ისანში, მეცხრე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება დავით ჭიჭინაძე.


ისანში, მეათე ოლქში მაჟორტიტარობის კანდიდატია ბექა ნაცვლიშვილი.


 

 

კრწანისში, მეშვიდე ოლქში- „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატია ბექა ოდიშარია.


 

 

მთაწმინდაზე, პირველ ოლქში „ქართული ოცნება" არ აყენებს საკუთარ კანდიდატურას, ამ ოლქში დამოუკიდებლად იყრის კენჭს სალომე ზურაბიშვილი.

ჩვენ ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებები სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ერთადერთი პრეცედენტი.


 

 

ნაძალადევში მეჩვიდმეტე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია სოფო კილაძე.

 

ნაძალადევში, მეთვრამეტე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება მიხეილ ყაველაშვილი.


ნაძალადევში, მე-19 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატია ზაზა გაბუნია.


 

 

საბურთალოზე, მეოთხე ოლქში - მამუკა მდინარაძე.


საბურთალოზე, მეხუთე ოლქში- ნინო გოგუაძე.


საბურთალოზე, მეექვსე ოლქში- ლევან გოგიჩაიშვილი.


 

 

სამგორში, 11-ე ოლქში გიორგი მოსიძე.


სამგორში, 12-ე ოლქში- მარიამ ჯაში.


სამგორში, 13- ე ოლქში- შოთა ხაბარელი.


 

 

ჩუღურეთში, 14-ე ოლქში- გიორგი ვოლსკი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner