logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისი გეგმები და დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება მის გარშემო, აქვს თავისი აზრი და მას არ შეიცვლის
- +

29 მაისი. 2022. 23:51

 

 

„სერიოზული ხალხი ძალიან შეშფოთებულია. აღნიშნულის ფონზე, ვფიქრობ, საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისი გეგმები და დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება მის გარშემო, აქვს თავისი აზრი და მას არ შეიცვლის“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 

ხაინდრავამ საუბრისა მსოფლიო დონის პოლიტიკოსები ჩამოთვალა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით ძალიან შეშფოთებული არიან.

 

„სერიოზული ხალხი ძალიან შეშფოთებულია. აღნიშნულის ფონზე, ვფიქრობ საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისი გეგმები და დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც ხდება მის გარშემო, აქვს თავისი აზრი და მას არ შეიცვლის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხის აზრი შეიცვლება და რაიმე სხვა გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ვფიქრობ, ეს არსი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ამიტომ ამ ფონზე ყველაფერი დანარჩენი რაც ხდება და შემთხვევითაც არაფერი ხდება. ვნახეთ კადრები იორდანიიდან. მესმის, ფსევდოლიბერალები, რომელთათვისაც არც ღმერთი არსებობს, არც ღირსება და არაფერი წმინდა, ამას ყველაფერს დასცინიან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ შემთხვევით იორდანიაში, წმინდა მიწაზე, ვერავინ მოხვდება, თუ ეს არ ინება მან, ვინც საერთოდ ყველაფერს მართავს“, - განაცხადა ხაინდრავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner