logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მიკვირს, როგორ იტანს საქართველო აბსოლუტურად არანორმალურ დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილისადმი და ის თვითონ როგორ იტანს ამდენ ცილისწამებას, როცა ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპიროდ ხდება
- +

30 მაისი. 2022. 00:28

 

 

„ეს არ არის მედია, ესაა შხამქიმიკატების კომბინტი, რომელიც წამლავს ქართულ საზოგადოებას. ისევე, როგორც ეს არ არის სიტყვის თავისუფლება, რომელიც ქიმერაა, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება ცილისწამება იყოს სიტყვის თავისუფლება“, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა.

 

„რა მიკვირს, იცით? როგორ იტანს საქართველო აბსოლუტურად არანორმალურ დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილისადმი და ის თვითონ როგორ იტანს ამ ყველაფერს - ყოველდღიურად ამდენ სიცრუეს, ამდენ ცილისწამებას. იმ დროს, როცა ყველაფერი აბსოლუტურად საპირისპიროდ ხდება“, - აღნიშნა რეჟისორმა.

 

ის დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი საქართველოსთვის იორდანიაში მიწის ნაკვეთის გადაცემის პროცესში იყო ჩართული. გოგა ხაინდრავამ ის პროექტებიც გაიხსენა, რომლებიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში განახორციელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner