logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მაგრამ მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ომი ჯერ არ დასრულებულა
- +

30 მაისი. 2022. 01:50

 

 

„მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მაგრამ მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ომი ჯერ არ დასრულებულა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში, კიევის მოსახლეობისთვის მიმართვისას განაცხადა.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევის მოსახლეობამ უნდა იზრუნოს თავიანთ ქალაქზე და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

 

„კიეველებს გისურვებთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ცხოვრების სიმშვიდე. იზრუნეთ თქვენს ქალაქზე და აუცილებლად გაიხსენეთ, თუ რა დაჯდა დედაქალაქის დაცვა. გაიხსენეთ, რამდენი სიცოცხლე შეეწირა დედაქალაქს. მესმის, რომ თქვენს თვალებში უკვე ზაფხულია, მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა გაიგოთ, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ომი ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner