„პრინციპის და სწორის და არასწორის საკითხია, თორემ პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას, რაც მის თავს ხდება“, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეგ ის ადამიანია, ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტინქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა – 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა – უსაზიზღრესი შარლატანია.
მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი – მას აქვს უფლება, სისულელეები ილაპარაკოს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.