"ქართული ოცნება" მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს არ აყენებს და სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში მნიშვნელოვანია, შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთი ასეთი პრეცედენტია.
„ჩვენ ვთვლით, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოფნა ქართულ პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებები სალომე ზურაბიშვილს. ეს არის ერთადერთი პრეცედენტი."- განაცხადა კვირიკაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.