ლევან კობიაშვილს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა დეპუტატად არჩევის შემთხვევაშიც შეეძლება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სფფ-ში განუცხადეს, კანონმდებლობა დეპუტატობის პარალელურად რომელიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტობას არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" ლევან კობიაშვილი გლდანში, 21-ე ოლქში მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.