კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ახალმა ჭიათურამ“, არსებული სკვერის დემონტაჟის შემდეგ ახლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
სკვერში სავალ ბილიკებზე დაიგო ფილები, მოეწყო მწვანე საფარი, დარგეს ნარგავები, დამონტაჟდა გარეგანათების ლამპიონები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკვერში განთავსდება ურნები და სკამები.
მუნიციპალიტეტის მერიამ ხოვლეს სკვერის რეაბილიტაციისათვის 176 667 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.
სოფლის ცენტრში მდებარე სკვერი მოსახლეობის დასვენების ერთადერთი სივრცეა და აუცილებელ განახლებას საჭიროებდა. დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობას მერია როგორც ქალაქში, ისე სოფლებში ეტაპობრივად განახორციელებს.