„როგორც დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, ოზურგეთის განახლებას და ურბანულ განვითარებას განვაგრძობთ. გამოცხადდა ტენდერი ჭავჭავაძის ქუჩის, ჭადრების პარკისა და თეატრის წინ მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე.
სამუშაოებზე, რომელსაც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ, ჯამში 11 მლნ ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.