logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: „სტრატეგია აღმაშენებელში“ პორტირებულ პაატა მანჯგალაძეს საეჭვოდ ეწყინა ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური მხილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე
- +

30 მაისი. 2022. 16:47

 

 

„მისივე ლოგიკას რომ მივყვეთ, დღეიდან სამართლიანია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცრუ პარტიად მოვიხსენიოთ. ფანჩატურში ბაასით და საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომებით ამ პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თანახმად მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცრუ პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა.

 

მისი თქმით, ფანჩატურში ბაასით და საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომებით ამ პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა.

 

„ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და როგორც ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ზუსტად იმავეს აკეთებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც. ამას პრივატულ საუბრებში ევროკავშირის წარმომადგენლებიც ადასტურებენ. კიდევ ბევრი რამაა რაც არც დაიწერება და არც ითქმება... „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველს 2013-2019 წლებში 5450ლარით ამჟამად „სტრატეგია აღმაშენებელში“ პორტირებულს და მის ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს ფაქტია საეჭვოდ ეწყინა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური მხილება - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე.

 

მათი უკვე გაშიფრული გეგმის მიხედვით რადიკალების და მათი უცხოელი ლობისტების გათვლა მარტივია, საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას უნდა მოჰყვეს საზოგადოების მღელვარება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალება და საქართველოს ომში ჩართვა". როგორც ჩანს ამ გეგმის ნაწილია პაატა მანჯგალაძის და მისი გუნდის პოლიტიკური ხედვაც. აბა, რას ემსახურება ირაკლი კობახიძისადმი ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება?! ირაკლი კობახიძის ცრუდ მოხსენიება უხერხულობას ქმნის მაშინ როცა "სტრატეგია აღმაშენებელმა" ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 5 ძირითადი დაპირებიდან საკუთარ ამომრჩეველს არცერთი არ შეუსრულა (პოლიტიკურ დღის წესრიგშიც კი არ დააყენა დაპირებული საკითხები). პაატა მანჯგალაძის მიერ პოლიტიკური ფიგურების პიროვნული შეფასებები ლოგიკას მოკლებულია, პოლიტიკასთან ხომ საერთო არ აქვს. და მაინც, მისივე ლოგიკას რომ მივყვეთ დღეიდან სამართლიანია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ცრუ პარტიად მოვიხსენიოთ. ფანჩატურში ბაასით და საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომებით ამ პარტიის მიერ საკუთარი ამომრჩევლებისათვის მიცემული დაპირებები დაპირებებად დარჩა“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner