logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: სამარცხვინოა პარლამენტის დეპუტატი, რომელიც ვერც საქმით და ვერც სიტყვით ვერ ერევა ოპონენტებს, და ასე შეურაცხყოფებით, კივილ-წივილით და ენის გამოყოფით უნდა ფონს გასვლა
- +

30 მაისი. 2022. 16:48

 

 

„ნეტა, ამ სუბიექტს, თავი რომ პოლიტიკოსი ჰგონია, რა უნდა დაარქვას ხალხმა? 2%-ზე დაბალი რეიტინგის პარტიას რომ წარმოადგენს და მაინც არ ეხამუშება და ტრიბუნასთან მიდის და რაღაცებს ბურტყუნებს, ვითომ რამეს წარმოადგენს? დღევანდელი ოპოზიციის გარკვეული ნაწილს, რომელსაც ოფიციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა მაგრად „უტყდებათ“, თუმცა, ოღონდ მათ ასიამოვნონ, ათასნაირ სისულელეებში იხლართებიან, იჭიმებიან, იბერებიან და არიან ერთ ამბავში“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცრუ პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა.

 

„ნეტა, ამ სუბიექტს, თავი რომ პოლიტიკოსი ჰგონია, რა უნდა დაარქვას ხალხმა? 2%-ზე დაბალი რეიტინგის პარტიას რომ წარმოადგენს და მაინც არ ეხამუშება და ტრიბუნასთან მიდის და რაღაცებს ბურტყუნებს, ვითომ რამეს წარმოადგენს? დღევანდელი ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ოფიციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა მაგრად „უტყდებათ“, თუმცა ოღონდ მათ ასიამოვნონ, ათასნაირ სისულელეებში იხლართებიან, იჭიმებიან, იბერებიან და არიან ერთ ამბავში. ასეთ სუბიექტებს ხმა როგორ აქვთ ამოსაღები: „სტრატეგია აღმაშენებელი“ რომ დაირქვეს, ერთი შეკითხვა მაინც არ გაუჩნდათ ლევან ბერძენიშვილთან, დიდი დავითის შთამომავლებს სულ იდიოტები რომ ეძახა? მერე რა ერქვათ? გამახსენდა - „შარლ მიშელის“ ფრაქცია! ალბათ ეგონათ, პირდაპირ ევროპარლამენტში გადაიყვანდნენ! ძალიან მეცოდება ჩვენი პოლიტიკური ველი, სადაც უკვე დამარცხებულ-გაფარჩაკებული ოპოზიცია ვერაფერს ვერ აკეთებს და პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადადის, იქნებ და ვინმემ გაუტყლაშუნოს და ამით, უფრო მეტი სახელი და პოპულარობა მოიპოვოს!

 

ღმერთმა დაგვიფაროს, ვიოლა ფონ კრამონიდან დაწყებული ნინო ლომჯარიათი დამთავრებული (გინდაც პირიქით!) პოლიტიკოსი თავის სიტყვის თავისუფლების გამოო... მოკლედ ევროკავშირის კანდიდატობა კი არა, პირდაპირ ანტარქტიდაზე მოითხოვენ „დამნაშავეების“ გადასახლებას! არადა, მე რა ვქნა, ეს სუბიექტი, იმ ბავშვს მაგონებს, ეზოში რომ ბურთს ჩამოიტანს, პირობად კი მის წინ თამაშს რომ აყენებს. მერე სახლიდან რომ „ახლავე ამოდი, გოგლი-მოგლი ჭამე“-ს რომ დაუძახებენ და ბიჭებს ბურთს არ დაუტოვებს, გაცვდება, დაიხევაო. ანდაც ეზოში ჩასვლის რომ ეშინია და ბიჭებს ან ფანჯრიდან, ან სულაც უფროსთან ხელჩაკიდებული რომ არის, მაშინ უყოფს ენას. სამარცხვინოა პარლამენტის დეპუტატი, რომელიც ვერც საქმით და ვერც სიტყვით ვერ ერევა ოპონენტებს, და ასე შეურაცხყოფებით, კივილ-წივილით და ენის გამოყოფით უნდა ფონს გასვლა. ისე, საინტერესოა, პარლამენტიდან ფილარმონიამდე ფეხით რომ გაისეირნოს, ან რამდენი იცნობს, ან რამდენი ეტყვის გამარჯობას!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner