საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.
„მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიისა და მეცნიერების სხვა დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაარსებიდან 80 წელთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაჯილდოვდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით“, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.