logo_geo
eng_logo
კათოლიკოს-პატრიარქმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დააჯილდოვა
- +

30 მაისი. 2022. 18:42

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემია წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.

 

„მათემატიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიისა და მეცნიერების სხვა დარგების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და დაარსებიდან 80 წელთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დაჯილდოვდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, – წმინდა გიორგის ოქროს ორდენით“, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner