„ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ გამარჯვებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმა საარჩევნო გარემოზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პროცესები წარიმართოს მშვიდად, გამჭვირვალედ და დემოკრატიული სტანდარტების დაცვით.
„მთავარია, რომ შექმნილია თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის და არ ხდება ამომრჩეველთა შანტაჟი და დაშინება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ გამარჯვებას", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილს სჯერა, რომ გამარჯვება იქნება დამაჯერებელი, იმის მიუხედევად, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.