„მომავალი წევრი ქვეყნების, შვედეთისა და ფინეთის მხარდასაჭერად ლატვიამ უკვე საჭირო პროცედურებს მიმართა“, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინიშმა განაცხადა.
NATO-ში გასაწევრიანებლად გაკეთებული განაცხადებია.
„ფანტასტიკური გადაწყვეტილების მომსწრე ვართ და ეს კარგი ახალი ამბავი შვედეთის და ფინეთის NATO-ში გასაწევრიანებლად გაკეთებული განაცხადებია. მომავალი წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად ლატვიამ უკვე საჭირო პროცედურებს მიმართა. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება ინდივიდუალურად ფინეთისა და შვედეთისთვის. მათი ნაბიჯი ბალტიისპირეთის რეგიონს გააძლიერებს. ჩვენ უკვე ძალიან კარგი პარტნიორები ვართ, წლებია, ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს, მათი თავსებადობა კითხვებს არ იწვევს და ცალსახად გააძლიერებს ალიანსს“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.