logo_geo
eng_logo
ერდოღანმა მზაობა გამოთქვა, სტამბოლში, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
- +

30 მაისი. 2022. 20:17

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში მზაობა გამოთქვა, სტამბოლში, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

 

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა შემდგომი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც შეამცირებს ომის უარყოფით შედეგებსა და აღადგენს მშვიდობას რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც შეიძლება მალე.

 

„პრეზიდენტმა ერდოღანმა მზაობა გამოთქვა, სტამბოლში, რუსეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებს შეხვდეს და თავისი როლი შეასრულოს შესაძლო სადამკვირვებლო მექანიზმში, თუ ორივე მხარე პრინციპზე შეთანხმდება“, - აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner