„დიდი იმედი მაქვს, რომ სამიტზე სანქციების მეექვსე პაკეტზე შევთანხმდებით, თუ ხვალ არა, კვირის ბოლომდე მაინც, ან ელჩების დონეზე მომავალი კვირის დასაწყისში“, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით რუსული ნავთობის ექსპორტს ორი მესამედით შეამცირებენ.
„ბევრმა სახელმწიფომ გამოთქვა მზადყოფნა, მაგალითად, პოლონეთმა და გერმანიამ, რომ რუსულ ნავთობის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანონ, რაც პოტენციურად უკვე ნიშნავს 90 %-ით ექსპორტის შემცირებას. დიახ, დრო სჭირდება ამგვარ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს ევროკავშირია და დროსთანაა დაკავშირებული. დღეს ვმსჯელობთ ნავთობზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ დიდწილად არიან დამოკიდებული რუსულ ნავთობზე. ჩვენ ეს გვესმის და ვიცით, დროა საჭირო“, - განაცხადა მარკ რუტემ.